LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მობილურის გამოყენება აუკრძალეს

123
Capture

იტალიაში დაწყებით და საშუალო სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ Yahoo news წერს.

დაწყებული ახალი სასწავლო წლიდან ბავშვებს გაკვეთილების პროცესში გაჯეტების გამოყენება საგანმანათლებლო მიზნითაც კი აღარ შეეძლებათ. პლანშეტების და კომპიუტერების მოხმარებაც მხოლოდ მასწავლებლის დავალებით იქნება ნებადართული.

იტალიის სკოლებში მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ 2007 წლიდან აიკრძალა. თუმცა, მოწყობილობების გამოყენება სასწავლო მიზნით დაშვებული იყო.

იტალიის განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ ტელეფონების გამო ბავშვებს კალმით წერა უჭირდათ. ტრადიციული წერა კი კოგნიტიურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, ისეთს როგორიცაა – მეხსიერება და სწავლის უნარი. სწორედ ამიტომ, ახალი სასწავლო წლიდან ბავშვები მხოლოდ ქაღალდის რვეულებს გამოიყენებენ და საშინაო დავალებებს ხელით შეასრულებენ.

სკოლებში ტელეფონის აკრძალვის საკითხს განიხილავენ ასევე სლოვაკეთში, ფინეთში, ირლანდიასა და შვედეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები