LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო კვლავ მარტო გადაიღეს – ნახეთ „ბენიფერის“ უკანასკნელი გამოჩენა ერთად

443
page

სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ. ამის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ტაბლოიდი წერს. ინსაიდერების ცნობით, წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს.

ჯეი ლო და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ, ბენი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა

აღნიშნული ინფორმაციის ფონზე, 54 წლის არტისტი კვლავ მარტო, მეუღლის გარეშე გადაიღეს. ის ლოს-ანჯელესში მდებარე საცეკვაო სტუდიისკენ მიემართებოდა და სხვათა შორის, შესანიშნავ განწყობაზე იყო.

ცნობისთვის, ჯეი ლო და ბენი ბოლოს ერთად 7 კვირის წინ გადაიღეს და ორივეს არც თუ ისე ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა.

როცა მხოლოდ ექს-ცოლთან იცინი – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ყვავილით ხელში პაპარაცების ობიექტივში

ბენ აფლეკი ჯეი ლოს ახალ დოკუმენტურ ფილმში აცხადებს, რომ მასთან განახლებული კავშირის საიდუმლოდ შენახვა სურდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები