LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო ნიკოლ კიდმანის წინააღმდეგ – ახალი ჰოლივუდური წყვილის შესახებ გავრცელებული დეტალები მსოფლიო მედიას იპყრობს

240
Untitled design (5)

მსოფლიო მედია ახალი ვარსკვლავური რომანის შესახებ გავრცელებულმა ჭორმა მოიცვა. საუბარია ჯენიფერ ლიპესისა და კიტ ურბანის შესახებ, რომლებსაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

ცნობილმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს როგორც კი ჯეი ლომ კიტ ურბანისა და ნიკოლ კიდმანის განქორწინების შესახებ შეიტყო, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ქანთრი ვარსკვლავს.

„როცა ჯეი ლო თავად დაშორდა ბენ აფლეკს, ბევრი ადამიანი დაუდგა მას გვერდში და ეს მისთვის ძალიან ღირებული იყო. ყველა ნიკოლ კიდმანს უჭერს მხარს, ამიტომ ჯენიფერს სურს კიტს დაეხმაროს“, – აცხადებს წყარო.

შესაძლოა ეს მართლაც მხოლოდ მეგობრული მხარდაჭერა იყოს, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ჰოლივუდში მოარული ჭორების 95% მუდამ მართლდება ხოლმე.

ცნობისთვის, ჯეი ლო მეუღლეს, ბენ აფლეკს გასულ წელს დაშორდა, კიტ ურბანი კი ნიკოლ კიდმანს რამდენიმე თვის წინ.

„თავს მარტოდ და უბედურად ვგრძნობდი“ – კიტ ურბანის პირველი ინტერვიუ ნიკოლ კიდმანთან განშორების შემდე

„ის მზადაა მეუღლეს ღალატი აპატიოს და მასთან დაბრუნდეს“ – ახალი დეტალები ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის დრამატული განშორების შესახებ

ჯეი ლომ ბენ აფლეკთან დაკავშირებული ტატუ გაიქრო – რა ბედი ეწია ბენის ტატუს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები