ჯენიფერ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ბოლო ფოტოთი საზოგადოება გააოგნა.
მომღერალი ლავანდისფერი, გამჭვირვალე სვიტერით და ოქროს ყელსაბამით პოზირებს, რომელზეც თითქოს მისი საკუთარი სახელი წერია. თუმცა, ბევრს მოეჩვენა, რომ ეს არის ყელსაბამი „Bennifer“-ის წარწერით, მეტსახელი, რომელიც ლოპესსა და მის ყოფილ მეუღლეს, ბენ აფლეკს უკავშირებდა.
ცნობისთვის, ახლახან ჯეი ლომ აღიარა, რომ ბენ აფლეკთან განშორება მის ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენად იქცა. არტისტმა და მსახიობმა CBS News-ის გადაცემაში Sunday Morning ურთულეს პერიოდზე ისაუბრა.
„ეს გამოცდილება ჩემთვის გარდამტეხი იყო. ეს იყო ერთდროულად საუკეთესო და ყველაზე მძიმე პერიოდი. მუშაობა მაბედნიერებდა, სახლში დაბრუნება კი მანადგურებდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რათა საკუთარი თავი ხელახლა აღმომეჩინა. ასე რომ დიახ, ეს განქორწინება ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რამ იყო“, – განაცხადა 56 წლის არტისტმა.
„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა

