LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეი ლოს მეგობრებს ბენის ატანა არ აქვთ, თავად ჯენიფერი კი გაცოფებულია მასზე, რადგან ბენმა ის ასე საჯაროდ უკვე მეორედ დაამცირა“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ

1864
page

დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განქორწინების დოკუმენტები უკვე მზადაა და მხოლოდ წყვილის ხელმოწერებია საჭირო. ყოველივე ამის ფონზე, უამრავი ახალი დეტალი ირკვევა. ამჯერად ინსაიდერებმა გამოცემასთან ჯეი ლოს მეგობრების შესახებ ისაუბრა.

„ჯეი ლოს მეგობრებს ბენის ატანა არ აქვთ, თავად ჯენიფერი კი გაცოფებულია მასზე, რადგან ბენმა ის ასე საჯაროდ, უკვე მეორედ დაამცირა. ბენის მტრებს შორისაა ბენი მედინა, ის ვერ იტანს ბენს და სხვათა შორის, მედინა თავად აფლეკსაც სძულს“, – აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, ბენი მედინა ჯეი ლოს პროდიუსერია. ის არტისტთან ჯერ კიდევ 2003 წელს მუშაობდა და შეესწრო ჯენისა და ბენის პირველ დაშორებას. მას შემდეგ მედინა ჯეი ლოს ახლო მეგობარია.

„მხოლოდ მარწუხებისგან განთავისუფლებული მამაკაცი ასე იღიმის“ – ბენ აფლეკი პაპარაცებს ბედნიერი სახით უმზერს

ჯეი ლო ცდილობს, სახეზე დრამა არ შეეტყოს, ბენი კი პაპარაცებს რისხვით უმზერს – განქორწინების ზღვარზე მყოფი წყვილის უახლესი ფოტოები

დარდისგან განადგურებულმა ჯეი ლომ ქორწინების ბეჭედი ბოლოს და ბოლოს მოიხსნა – არტისტი ახალ სახლს ათვალიერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები