LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლოს პირველი პოსტი ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის დამაინტრიგებელი ფოტოების შემდეგ

105
page

ჯენიფერ ლოპესი გამოცემა Entertainment Weekly-ის ობიექტივში მოხვდა. მან ინტერვიუში ახალი ფილმის, „შეუჩერებლის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია სცენარით, რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. მოგეხსენებათ, ფილმის ერთ-ერთი რეჟისორიო ჯეი ლოს ყოფილი მეუღლე, ბენ აფლეკია, რომელსაც არტისტი და მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა გაშორდა.

„როდესაც მე სცენარის ნამდვილი ისტორია გავიგე, შეძრული და აღტაცებული ვიყავი ადამიანის სიმტკიცით“, – ეს სიტყვები დაურთო 55 წლის ჯეი ლომ ფოტოების სერიას.

ცნობისთვის, ეს ჯეი ლოს პირველი პოსტია მას შემდეგ, რაც მედიაში ბენ აფლეკისა და მისი ექს-მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ერთობლივი ფოტოები გავრცელდა. სწორედ მას შემდეგ ალაპარაკდა მედია ექს-წყვილის შერიგებაზე.

ჩურჩული, ფლირტი და ბედნიერი სახეები – ბენ აფლეკმა „მადლიერების დღე“ ექს-მეუღლესთან ერთად გაატარა – უახლესი ფოტოები

ჯენიფერ გარნერს ჯენიფერ ლოპესთან კონტაქტი აღარ სურს და არც ის უნდა, რომ მისი შვილები მასთან ურთიერთობდნენ – უახლესი დეტალები

თავისუფალი და დამშვიდებული… როცა ნერვებს აღარავინ გიშლის – 55 წლის ჯეი ლო ულტრა მოკლე კაბით პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები