თვის დასაწყისში Page Six -ის სტატია გავრცელდა. ტაბლოიდის ცნობით, ჯენიფერ გარნერის შეყვარებული, ჯონ მილერი უკმაყოფილოა საყვარელი ქალისა და მისი ყოფილი მეუღლის, ბენ აფლეკის მჭიდრო კავშირით. ყოველივე ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა თვალშისაცემი, რაც ბენი ჯენიფერ ლოპესს დაშორდა.
„ბენ აფლეკი მზადაა, ჯენიფერ გარნერისთვის ყველაფერი მიატოვოს“ – რას ჰყვება ინსაიდერი
ყოველივე ამის ფონზე გარნერი, რომელიც თავის პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ უფრთხილდება და პაპარაცების ობიექტივს გაურბის, შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა, წყვილი ლოს-ანჯელესში, ხელიხელჩაკიდებული გადაიღეს.
ცნობისთვის, გარნერმა მილერთან რომანი ბენ აფლეკთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს წყვილს პაუზა ჰქონდა, თუმცა მათ ურთიერთობა მალევე აღადგინეს.
მსოფლიო მედია ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის „მეორე რაუნდის“ მოლოდინში – რას აცხადებს ინსაიდერი

