LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ ვისაუბრებთ…“ – რას ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ტრამპი პუტინზე?

142
ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი

NBC – ის ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საუბარს არ გამორიცხავს.

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

NBC – ის ცნობითვე, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა.

„აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება… ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა“ – ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც პუტინმა განაცხადა, ტრამპს არ ურეკავს, ვინაიდან, „რაღაც ეტაპიდან” დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები.

„შემთხვევით ვისარგებლებ და არჩევას მივულოცავ… სამარცხვინოდ არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან მისთვის [ტრამპისთვის] დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას, ვინაიდან, დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები აქამდე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, და მერე უცებ შეწყვიტეს. არ უნდათ და ნუ უნდათ… თუ ნებისმიერ მათგანს სურს კონტაქტების აღდგენა, ყოველთვის ვამბობ: არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. კეთილი, აღვადგენთ კონტაქტებს და ვაწარმოებთ დისკუსიებს”, – განაცხადა პუტინმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.

Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა

ამერიკული მედიასაშუალება Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. Fox News-ის ცნობით, დონალდ ტრამპს არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს კი 226 ხმა. შესაბამისად, ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა იყო საჭირო. „ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g