LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ კიდევ ორი თვის იყო, როცა სიმღერაში ღუღუნით მყვებოდა…“ – მარიამ ელიეშვილის ამერიკული ცხოვრება ოჯახთან ერთად

346
104da959-c39c-43d0-92cf-59c68e89e31b

მომღერალი მარიამ ელიეშვილი, რომელიც აშშ-ში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მცირე ხნის წინ დედა გახდა. ჟურნალ „თბილისელებს“ ის ოჯახურ ცხოვრებაზე და შვილზე ესაუბრა.

მარიამ ელიეშვილი:

ძალიან ხალისიანი, ღიმილიანი და პოზიტიური ბავშვია. ყოველდღიურად იცვლება. ორივეს გვამსგავსებენ. ამბობენ, რომ ორივე ჩვენგანის ნაკვთები აქვს. მთავარია, ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. ამით ჩვენს ბედნიერები ვიქნებით.

როგორი ემოციები აქვს, როცა დედიკოს სიმღერას უსმენს?

ვიდეოებიც მაქვს, ჯერ კიდევ ორი თვის იყო, როცა სიმღერაში ღუღუნით მყვებოდა. ყურადღებით მისმენს და ცდილობს, თვითონაც ამაყოლოს ხმა. სხვათა შორის, საკმაოდ ლამაზ ხმას შემისაბამებს ხოლმე. ნამდვილად აინტერესებს მუსიკა და როცა ვიდეოებს სოციალურ ქსელში ვაზიარებ, ბევრი აღნიშნავს, რომ ძალიან მუსიკალური ბავშვია. მუსიკასთან ერთად, ცეკვაც ძალიან უყვარს.

როგორ შეგცვალა ბავშვის დაბადებამ?

ჩემში ბევრი ისეთი თვისება აღმოვაჩინე, რომლის შესახებაც არ მეცოდინებოდა, დედა რომ არ გავმხდარიყავი. კიდევ უფრო მეტი მზრუნველობა, ყურადღება და დაკვირვებულობა გამოვავლინე შვილთან მიმართებით, რაც ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივია. ახლა პირველ ადგილას შვილი დგას. მთელი ჩემი გონება საბას ირგვლივ ტრიალებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g