ვენსან კასელის ახალგაზრდა მეუღლე, 24 წლის მოდელი, ტინა კუნაკი „პარიზის მოდის კვირეულზე“ იმყოფება. ვარსკვლავი ჯერ „ვალენტინოს“ ჩვენებაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მეგობარ ფოტოგრაფთან ერთად, სხვა ღონისძებაზე გაემართა.
ამჯერად ტინამ Coperni-ის ნაცრისფერი, მინიმალისტური, სხეულზე მომდგარი, გრძელი კაბა მოირგო. მას შავი ტყავის პალტო და თეთრი ღია ფეხსაცმელი შეუხამა. „ლუქს“ ამავე ბრენდის, ავანგარდული სტილის ჩანთა ასრულებდა. „კაბა, რომელსაც სამკაული არ სჭირდება“, – ასე შეაფასეს მოდის კრიტიკოსებმა კუნაკის არჩევანი.