ბენ აფლეკთან განქორწინების ჭორების ფონზე, ჯეი ლო კვლავ მარტო გამოჩნდა. ის ამჯერად მეხიკოში გაემგზავრა და თავისი ახალი ფილმის, „ატლასის“ პრემიერაზე საოცრად შთამბეჭდავი და საბედისწერო ლუქით გამოცხადდა.
ეს გახლდათ თეთრი გრძელი კაბა-მოსასხამი ფრთების იმიტაციით. მედიაში უკვე აღნიშნულ კაბას „თავისუფლების ფრთები“ უწოდეს.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ჯენიფერ ლოპესის რიგით მეორე კინოპრემიერაა, რომელმაც მეუღლის გარეშე ჩაიარა.
„როცა მზერა ყველაფერს ამბობს“ – ჯეი ლო საკუთარი ფილმის პრემიერაზე ბენ აფლეკის გარეშე მივიდა