LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი 14 ქალზე დაქორწინდა და მათ ხარჯზე ბედნიერად ცხოვრობდა

43
54261617-0-image-a-13-1645004313692

ინდოეთში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც 43 წლის განმავლობაში 14-ჯერ დაქორწინდა და თავისი მსხვერპლების ხარჯზე მშვენივრად ცხოვრობდა. 65 წლის თაღლითის ისტორია „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა.

რამეშ ჩანდრა სვეინი პირველად 1979 წელს დაქორწინდა და თავისი უკანონო „საქმიანობის“ დროს 5 შვილი შეეძინა. დაახლოებით 2010 წლიდან მან განქორწინებულ და შეძლებულ ქალებზე დაიწყო ნადირობა. მომავალ ცოლებს ის ყოველ ჯერზე ახალი სახელით ეცნობოდა. როგორც წესი, მისი მსხვერპლები სხვადასხვა შტატებში ცხოვრობდნენ და ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

პოლიციის ვერსიით, ქორწილის დასრულებისთანავე სვეინი მორიგ ცოლს ფულს სძალავდა, შემდეგ ქონების საკუთარ თავზე გაფორმებას ითხოვდა და როდესაც დასახულ მიზანს მიაღწევდა, უბრალოდ ქრებოდა.

თუ რამდენი ფული მოიპარა თაღლითმა მთლიანობაში უცნობია. დაპატიმრების შემდეგ მამაკაცს 5 პასპორტი აღმოუჩინეს და მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები