LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ჰელოუინის გოგრით 61 კილომეტრი გაცურა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

58
http___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_220829134805-01-pumpkin-boat

ამერიკელმა კაცმა გამოშიგნული გოგრით 61 კილომეტრი გაცურა. შემთხვევა ნებრასკას შტატში, მდინარე მისურისთან მოხდა და ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რეკორდსმენი დუეინ ჰენსენი დიდი გოგრების მოყვანითაა დაკავებული და რეკორდის დამყარება მან თავისი 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად გადაწყვიტა. თავის ხომალდს ამერიკელმა „ბერტა“ დაარქვა და მისი წონა 383 კილოგრამი იყო.

აღსანიშნავია, რომ დუეინი არ არის მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვისაც აზრად გოგრით ცურვა მოუვიდა. გინესის წინა რეკორდი 2018 წელსაა დაფიქსირებული და 41 კილომეტრს შეადგენს.

რაც შეეხება ახალ რეკორდს, ამერიკელმა მონაცემები უკვე გაგზავნა და გინესის წიგნის წარმომადგენლებისგან დასტურის წერილს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები