LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაილი ხელს არ უშვებს, ტერორში ჰყავს“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე

136
page

თანამედროვე შოუბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე განხილვადმა წყვილმა, ტიმოთი შალამემ და კაილი ჯენერმა 2026 წლის BAFTA Film Awards-ზე კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.

ვიდეო: კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს პიცერიაში ვიზიტი, მისი დახურვით დასრულდა, სტუმრებს კი პიცას კართან აწვდიდნენ – წყვილის ეული რომანტიკა

წყვილი ლონდონში, Royal Festival Hall-ის წითელ ხალიჩაზე შავ ფერში შეთანხმებული, ელეგანტური „ლუქებით“ გამოჩნდა. ისინი დარბაზში გვერდიგვერდ, ხელიხელჩაკიდებული ისხდნენ.

კაილი „მიუგლერის“ ვინტაჟურ, შავი ხავერდის კაბაში გამოჩნდა, რომელიც ფერადი ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული. ტიმოთი კი კლასიკურ, „ჟივანშის“ სპეციალურად მისთვის შექმნილ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

ცნობისთვის, შალამე ფილმისთვის, „მარტი დიდებული“ წარდგენილი იყო „საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში. თავად ფილმი 11 ნომინაციაზე გახლდათ ნომინირებული, მათ შორის, „საუკეთესო ფილმის“, „რეჟისურის“, „ორიგინალური სცენარისა“ და„ოპერატორული ნამუშევრის“ კატეგორიებში.

ფოტოებს როგორც ყოველთვის უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„კაილი ხელს არ უშვებს“, „დედა-შვილივით არიან“,„ამ გოგო ტერორში ჰყავს“

„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები