LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მიქიაშვილი: „ჩემი მეუღლის მშობიარობა გათენებამდე გაგრძელდა და პატრიარქი მთელი ღამე მამხნევებდა… ერთი რიგით ნაცნობისთვის ღამე არ დაიძინა…“

372
კახა მიქიაშვილი

მსახიობი კახა მიქიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეხება:

„როცა ჩემი მეუღლე სამშობიაროდ წავიყვანე, გვიანი საღამო იყო. დავრეკე საპატრიარქოში და ვითხოვე, პატრიარქს დაელოცა. მშობიარობა გათენებამდე გაგრძელდა, ამ ხნის განმავლობაში თავად პატრიარქმა დამირეკა სამ-ოთხჯერ და იკითხა, რა მდგომარეობა იყო. მამხნევებდა, მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ბედნიერად ჩაივლიდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ათასი საზრუნავით, საფიქრალით დაღლილმა, ხანდაზმულმა პატრიარქმა მთელი ღამე არ დაიძინა ჩემთვის, ერთი რიგითი ნაცნობისთვის, რომ გავეძლიერებინე და მის მადლს დავეფარე. ასეთია ჩემი, თქვენი და ყველას პატრიარქი…“

კახა მიქიაშვილის სინანული და დანაკლისი შვილებთან ურთიერთობაში: „სიყვარული რა არის, ეს ბოლომდე შეიძლება, შემდეგ 42 წელიწადშიც ვერ ამოვხსნა…“

კახა მიქიაშვილი: „სასულიერო პირებზე „ღლიცინზე“ უარესი პროვინციალიზმი ალბათ არ არსებობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები