LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: უკრაინის მხრიდან ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი, კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ

182
BeFunky-collage (11)

საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს უკრაინის მხრიდან ელოდება -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც სხვა ბევრი სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ.

თუ საქართველოს მტკიცებულებები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი, შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ – კულება უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე

ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარეს, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო ბრალდება, ამიტომ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ. ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ.

არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან გამოხატული საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის და ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს.

„რასაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მხრიდან, ცხადია, ეს ყველას არ ეხება, ამაზრზენია. სამწუხაროა, აშკარად ჩანს, ეს ადამიანები და ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან ქვეყნის მტრები. ჩვენ არაერთი განცხადება, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გვინახავს მათი მხრიდან, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რაც არ უნდა იწვალონ და გააკეთონ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სანქცირებული კომპანიები საქართველოში საქმიანობას ვერ შეძლებენ.

„საქართველოში არსებობს კანონები და კანონის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები საქართველოში ვერ შეძლებენ ვერანაირ საქმიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვრცლად ამავე თემაზე:

იმედი მაქვს გაუგებრობაა – რიტორიკაა ხანდახან საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ცუდი, რომ ჩვენს მიმართ ჩნდება უსამართლო ბრალდებები : თორნიკე შარაშენიძე უკრაინის დაზვერვაზე

ფინანსთა სამინისტრო: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი და პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

სუსი უკრაინის დაზვერვისგან კონტრაბანდული ტვირთების გადატანაზე მტკიცებულებებს ითხოვს

ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, ჩვენ მაინც მზად ვართ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ – კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაცია სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე

ხვიჩია: თუ საქართველო კონტრაბანდული დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება, გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო

უსუფაშვილი: ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე

თუ მტკიცებულება ვერ იქნება, მტკიცებულება ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს – სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g