LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში ციფრული სანომრე ნიშნები ნებადართული გახდა

63

კომპანია Reviver Auto-მ, რომელმაც პირველი ციფრული სარეგისტრაციო ნიშანი შექმნა, მის გამოყენებაზე კალიფორნიის შტატში უფლება მიიღო. საპილოტე პროექტი ასევე არიზონაში ჩაეშვება. ციფრული პანელი სახელწოდებით RPlate Pro დეტროიტის ავტოსალონზე წარადგინეს. გარდა ასოებისა და ციფრებისგან შემდგარი კოდისა, ციფრულმა ნიშანმა შესაძლოა პერსონალური შეტყობინება გამოიტანოს, რომელიც ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ არის ნებადართული.

RPlate Pro-ს მუშაობა ვებ-ინტერფეისის საშუალებით ხორციელდება.

ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში, კალიფორნიაში ასეთი 100 000 ციფრული პანელი გახდება. მფლობელს უფლება ექნება ციფრულ და ჩვეულებრივ სარეგისტრაციო ნომერს შორის არჩევანი გააკეთოს.

კანონპროექტი, რომელიც ავტომობილებზე ელექტრონული სანომრე ნიშნების გამოყენებას ითვალისწინებდა, დემოკრატიული პარტიის სენატორმა, კარენ პრაისმა 2010 წელს წარმოადგინა. ვარაუდობენ, რომ სანომრე ნიშანი მხოლოდ მოძრაობისას გამოისახება, საცობში, ან შუქნიშანთან დგომისას იდეის ავტორის აზრით, რეკლამა უნდა გამოისახოს.