LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანიე უესტი ცოლთან ერთად ორგიებს მართავდა“- ლორენ პიშოტა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

426
page

როგორც ცნობილია, კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი, ლორენ პიშოტა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ როდესაც პიშოტა უესტმა სამსახურიდან დაითხოვა, მას 3 მილიონი დოლარის გადახდას დაჰპირდა, თუმცა, უესტმა მას ეს თანხა არ გადაუხადა. მეტიც გოგონა ჰყვება, რომ კანიე მას სექსუალურად ავიწროებდა, გამუდმებით წერდა შეტყობინებებს და მას გენიტალიების ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა. 

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – რას უგზავნიდა ჰიპ-ჰოპ არტისტი ლორენ პიშოტას

ახლახან მედიაში პიშოტას საჩივრის დეტალები გასაჯაროვდა. „დეილი მეილი“ მის განცხადებას ავრცელებს. ლორენის თქმით, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტი ორგიებში ცოლთან ერთად იღებდა მონაწილეობას.

„უესტი ორგიების ორგანიზებას მავალებდა, მე მისთვის 5 გოგონა უნდა მომეყვანა. მისმა ცოლმა, ბიანკა ჩენსორიმ არათუ იცოდა ეს ფაქტი, არამედ თავადაც იღებდა მონაწილეობას მასში. უესტი გამუდმებით მწერდა და სექსუალურად მავიწროებდა. ის მე მეუბნებოდა, რომ ჩემი ხმა საოცრად მოსწონდა და მემუდარებოდა, გამეხადა, მას სურდა ოფისში შიშველი მევლო“, – აცხადებს კანიეს ყოფილი ასისტენტი.

ზედმეტად ჩაცმულები – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის მოგზაურობა იაპონიაში გრძელდება

ბიანკა ჩენსორი საქმიან შეხვედრაზე მიემართება – წყვილის იტალიური ვოიაჟი გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები