LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანიეს უცნაური ოჯახური კანონები აქვს“, – კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ყოფილ მცველს უჩივიან

194
kim-kanye-bodyguard

კარდაშიანი-უესტის ოჯახი სკანდალში გაეხვა. ცოლ-ქმარი ყოფილ პირად მცველს, სტივ სტანულისს უჩივის და კონფიდენციალურობის დარღვევასა და ცრუ ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად კი ოჯახის ყოფილ მცველს 10 მილიოლი დოლარის კომპენსაციას სთხოვს.

როგორც ცნობილი გახდა, სტივ სტანულისმა The Hollywood Raw-თან გარკვეული დეტალები გაამხილა, კანიეს ყველაზე ეგოცენტრული ვარსკვლავი უწოდა, მან ასევე განაცხადა, რომ უესტი მცველს 10 ნაბიჯიანი დისტანციის დაცვას სთხოვდა, პაპარაცებს კი ზედმეტად ახლოს უშვებდა.

„კანიეს ძალიან უცნაური ოჯახური კანონები აქვს“, – აღნიშნა სტივმა.

ცნობისთვის, სტივმა პროფესია შეიცვალა და ახლა ის მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები