LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონპროექტის შემოგდება მიშაზე დემარშის გადასაფარად იყო, ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდა“ – ხაჭაპურიძე

163
122

უმრავლესობის მიერ ე.წ „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეხმიანება.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონპროექტის ინიცირება მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაფარვას ემსახურებოდა:

„კანონპროექტის შემოგდება იყო, მიშაზე დემარშის გადასაფარად.

მიშას თემაც გადაიფარა და ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდნენ“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მიიღო გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

ნანუკა ჟორჟოლიანი: კანონი გაიწვიეს!! ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი! ესენიც დამარცხდნენ, გაიმარჯვა საქართველომ! ბავშვებო, ახალგაზრდებო, მადლობა! თქვენ მოიგეთ ეს ომი!

„კანონი გაიწვიეს! ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…“ – ნინი შერმადინი

დღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

 

magti 5g