როგორ ვიქცევით, როდესაც თერმომეტრი ტყდება?
ამ საკითხზე რჩევებს „ჯანმრთელობის დღიურები“ გვიზიარებს და გვთავაზობს ინტერვიუს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, მეცნიერებათა დოქტორ, ქეთევან კუპატაძესთან:
„გაუტყდა თერმომეტრი, დაეღვარა ვერცხლის წყალი, იგივე მერკური და ძალიან ბევრმა არ იცის როგორ მოიქცეს ვერცხლის წყალთან ურთიერთობისას. ეს ქალი ამბობდა, რომ თავისი ქორწინების ოქროს რგოლით შეაგროვა და შემდეგ გადაყარა ნაგავში, მაგრამ ის წუხდა არა იმაზე, რომ არასწორად მოაგროვა ვერცხლის წყალი, არამედ იმაზე, რომ ბეჭედი დაიფარა თეთრი ფიფქით.
მოკლედ ეს ყველას შეიძლება დაემართოს, რას ვაკეთებთ ასეთ დროს:
პირველ რიგში უნდა გავხსნათ ფანჯარა, გავიყვანოთ ბავშვები და ცხოველები ამ ოთახიდან. ზოგი ფიქრობს, რომ ცოცხით მოაგროვოს, მაგრამ არ შეიძლება, ვერცხლის წყალი დაიშლება და სად შეხტება ეს წვეთები არავინ არ იცის. მტვერსასრუტით თუ გააკეთებთ ამას, მაშინ მტვერსასრუტი უნდა გადააგდოთ.
ვერცხლის წვეთები უნდა შეაგროვო სპილენძის მავთულით იმიტომ, რომ მაგნიტივით მიიზიდავს. შეგიძლიათ ვერცხლის და ოქროს ბეჭდებიც გამოიყენოთ (ეს ხუმრობით, თუმცა მიიზიდავს ვერცხლის წყალს)
თუ სპილენძს ვერ იპოვით, უნდა აიღოთ პირსახოცი, დაასველოთ, გაწუროთ (არა ძალიან) და შეეცადეთ ამ პირსახოცით მთლიანად მოხვეტოთ ეს წვეთები, ისე რომ არ დაგრჩეთ და ჩადეთ მინის ქილაში. კარგად დაახურეთ თავი და უნდა დამარხოთ მიწაში ისეთ ადგილას, რომ შინაურმა ცხოველმა არ ამოთხაროს“, – ამბობს ქეთევან კუპატაძე.
