რუსთაველის გამზირზე გუშინ მიმდინარე აქციის დროს დაშავებული ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში „ფორმულას“ ჟურნალისტთან, გურამ როგავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
ფოტო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაღებული:
„კარგად ვიქნებით ორივე“ – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
ცნობისთვის, გუშინ გამართულ აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.
ტელეკომპანიის ცნობით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. არხის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.
მარიამ გაფრინდაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავდა „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავაც.
ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, ტელეკომპანიის ცნობით, მას თავს სპეცრაზმელი დაესხა.
Mariam Gaphrindashvili კარგად ვიქნებით ორივე ✊
Posted by Guram Rogava Rogowski on შაბათი, 30 ნოემბერი, 2024