საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „კატასტროფულად“ მძიმეა.
მისივე თქმით, ყველაფერი რაც ყოფილი პრეზიდენტის მისამართით კეთდება ემსახურება ერთ მიზანს, რომ „ადამიანი აღარ იყოს.“
ალასანია სააკაშვილზე: წუხელ მეტყველება საერთოდ წაერთვა – ისე ცუდადაა, ყველაფერი უკანკალებს
„შედეგი მოსალოდნელი რაც იყო, ის მივიღეთ, სხვა ამ რეალობაში სადაც ვცხოვრობთ, სხვა შედეგი შეიძლება ყოფილიყო?! არ ვიცი ადვოკატები რას გეგმავენ, ჩემ შვილს დაველაპარაკები.
კატასტროფული მდგომარეობა იყო, ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული. ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება. არ ვიცი, კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასება მაქვს. ჩემ შვილს ვუყურებ და ვხედავ, რომ ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა.
ამავე თემაზე:
„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა – რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე
ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი
