„მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.
ევროკავშირის ელჩი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით, ასევე, მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ვაყენებთ
დასმულ კითხვაზე, რამდენად ხედავს საკმარის მიზეზებს იმისთვის, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნეს გადაყვანილი ან სასჯელი გადავადდეს, ელჩი უპასუხა, რომ სააკაშვილის მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია.
„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები.
საკმაოდ ვრცელი დასკვნაა და ნაწილი ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ჩვენ ყველა ველოდით სანდო სამედიცინო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის მისთვის საუკეთესო.
არაერთხელ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მას სჭირდება და რომ მისი უფლებები იყოს დაცული.
ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას მთავრობისადმი, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.“– განაცხადა კელი დეგნანმა.
ამავე თემაზე:
ჯაფარიძე: „სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, „ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის“
“გვაქვს გეგმა B…წარმოდგენაც არ აქვთ, ისეთი ქარიშხალი დატრიალდება” – შალვა ხაჭაპურიძე
