LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით, ასევე, მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ვაყენებთ

172
ჰერჩინსკი და სააკაშვილი

„ჩვენი ოფისი აქტიურად აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უფლებების დაცვის საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აყენებს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

დასმულ კითხვაზე, რამდენად ხედავს საკმარის მიზეზებს იმისთვის, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნეს გადაყვანილი ან სასჯელი გადავადდეს, ელჩი უპასუხა, რომ სააკაშვილის მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია.

ადვოკატი სააკაშვილზე: ასე ცუდად არ მინახავს, რაც ვნახე სრული კოშმარი იყო, ძალიან ცუდადაა

„მე ბოლოს ვნახე პროცესი რომ იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა.“ – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. კომუნიკაცია გვაქვს მის ოჯახთან.

ჩვენ ასევე ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული და რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია მისი მომავალი.“– განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამავე თემაზე:

ჯაფარიძე: „სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, „ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის“

“გვაქვს გეგმა B…წარმოდგენაც არ აქვთ, ისეთი ქარიშხალი დატრიალდება” – შალვა ხაჭაპურიძე

გიული ალასანია: „გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები