LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდრიკ ლამარის ტრიუმფი, საპატიო პრემია მერაია ქერის და საკულტო არტისტების შემოქმედების ტრიბიუტები BET Awards-ზე

150
photo-collage.png (12)

ლოს-ანჯელესში, საიუბილეო, 25-ე BET Awards გაიმართა. ღონისძიებას კევინ ჰარტი გაუძღვა, რომელმაც წამყვანის ამპლუა შოუზე 2011 წლის შემდეგ, მეორედ მოირგო.

საღამოს ტოპ ნომინანტი – კენდრიკ ლამარი წარდგენილი ათიდან ხუთ, მათ შორის ,,წლის ალბომისა” და ,,საუკეთესო მამაკაცი ჰიპ ჰოპ არტისტის” ნომინაციაში გამარჯვებით, დაჯილდოების ტრიუმფატორადაც იქცა.

ლამარის შემდეგ ყველაზე მეტი, 2-2 ჯილდო SZA-მ და კრის ბრაუნმა მიიღეს.

დაჯილდოების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ცერემონიაზე გაიცა სპეციალური პრემია – Ultimate Icon Award, რომელიც მერაია ქერისსნუპ დოგსჯეიმი ფოქსსა და კირკ ფრანკლინს მიანიჭეს.

სანახაობას ემოციური მომენტების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან მასზე ახლო წარსულში გარდაცვლილი საკულტო მუსიკოსების – ქუინსი ჯონსის, რობერტა ფლეკისა და ენჯი სტოუნის ხსოვნისა და შემოქმედების პატივსაცემად, პერფორმანსები გაიმართა.

რობერტა ფლეკი გარდაიცვალა

ავტოკატასტროფას ენჯი სტოუნი ემსხვერპლა

შეგახსენებთ, რომ BET Awards, რომელიც ყოველწლიურად სატელევიზიო არხის – Black Entertainment Television მიერ ტარდება, მუსიკაში, კინოში, სპორტსა და გასართობი ინდუსტრიის სხვა მიმართულებებში გამორჩეულ შავკანიანებს ავლენს.

BET Awards 2025-ის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები