LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი ზედმეტ კილოგრამებს აქტიური ცხოვრების წესით ებრძვის – ვარსკვლავური წყვილის პაპარაცული ფოტოები

129
41523692-0-image-a-38-1617932523706

გასული წლის ბოლოს,  კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას დეიზი დავი დაარქვეს. წყვილმა 7 თვის გოგონა პირველად ჰავაის კუნძულებზე ყოფნისას გამოაჩინა.

ფოტო: კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ქალიშვილი პირველად გამოაჩინეს 

ფოტოებიდან ჩანს, რომ პერი ორსულობის შემდეგ ჩვეულ ფორმაში ვერ ჩადგა. აღნიშნულ პრობლემას ის აქტიური ცხოვრების წესით ებრძვის.

ახლახანს მომღერალი და მისი საქმრო, ორლანდო ბლუმი სანტა-ბარბარას ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობისას გადაიღეს.

ორლანდო ჯინსის შარვალსა და ჯინსის პერანგში იყო გამოწყობილი, ხოლო კეტის გრძელი, თავისუფალი სტილის მოსასხამი ამშვენებდა, რომელიც შარვალზე ჰქონდა გადაცმული, აღნიშნულ „ლუქს“ ვარსკვლავმა დიდი ზომის ქუდი შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები