LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ შეყვარებული მუსიკალურ ტურნეში წაიყვანა – წყვილი ტოკიოში გადაიღეს

107
page

კეტი პერიმ თავისი ახალი გულის სწორი, კანადის ექს-პრემიერ მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თავის მუსიკალურ მსოფლიო ტურნეში Lifetimes Tour წაიყვანა. წყვილი ერთად ტოკიოში გადაიღეს, ისინი რესტორანში ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ.

ცნობისთვის, პერი ტოკიოს სტუმრობს თავისი ტურნეს ფარგლებში, მას 3 და 4 დეკემბერს Saitama Super Arena-ში ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს კეტი პერი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ვარაუდი, რომ მომღერალმა ჯასტინ ტრუდოსთან ურთიერთობა დაიწყო, ისინი პირველად მონრეალში, რესტორანში ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი პოლიტიკოსი კეიტის კონცერტს დაესწრო.

კეტი პერის სიყვარულით აღსავსე დღესასწაულები ელოდება – ახალი დეტალები არტისტისა და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესახებ

ცნობილი ხდება, თუ რით მოხიბლა კანადის ექს-პრემიერ-მინისტრმა კეტი პერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები