პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება.
“ყველაზე დიდი ოპოზიციური არხის დირექტორის დაჭერა 1. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განხილვის წინ, წიხლის კვრაა ევროპული პერსპექტივისთვის;
2. “ოცნების” დამატებითი მოტივაცია რატომ ახლა: იმიტომ, რომ ნებისმიერ საპროტესტო აქციას შეფუთავენ “ომის წაქეზების” აქტად და მოაყოლებენ კიდევ მეტ რეპრესიას;
3. ოპოზიცია ფაქტობრივად წინმსწრებად განეიტრალებულია;
4. 17 ივლისის რეფერენდუმის წინ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის განეიტრალება. ნუ დანარჩენი პირადი ანგარიშსწორების აქტები, თანამდევია”, – წერს ხათუნა ლაგაზიძე.
დღეს, 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა – როგორ აფასებენ გვარამიას დაკავებას ოპოზიციაში
ამავე თემაზე:
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ