„ხაზარაძის 100 000-ს აზრი მაშინ ექნება, თუკი მთავრობა შექმნის ფონდს“, – ასე ეხმაურება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი მოზარდის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების გადასარჩენად სპეციალური ფონდი შექმნის შესახებ. მამუკა ხაზარაძემ მზაობა გამოთქვა, რომ ფონდის დაფინანსებისთვის პირველი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით თავად გააკეთოს.
„ხაზარაძის 100 000-ს აზრი მაშინ ექნება, თუკი მთავრობა შექმნის ფონდს და ბიუჯეტიდან ნაწილს მაინც გამოყოფს, გრძელვადიან ლოჯისტიკას და პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს.
სხვა მხრივ, ჩვენ გვაწვება ტვირთად ამ თანხის მენეჯმენტი და მოკლე ვადაში უკვე შევყავართ ჩიხში“, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
ხაზარაძის 100000-ს აზრი მაშინ ექნება, თუკი მთავრობა შექმნის ფონდს და ბიუჯეტიდან ნაწილს მაინც გამოყოფს, გრძელვადიან…
Posted by Makuna Hatata Gochiashvili on შაბათი, 22 აპრილი, 2023
ცნობისათვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
„სოლიდარობა ბავშვებს! წამალი ბავშვებს! – ამ ლოზუნგით გაიმართა გუშინ თბილისში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების მარში. მშობლები ითხოვენ სახელმწიფომ დააფინანსოს იმ პრეპარატის შემოტანა, რომელიც სინდრომისა და გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება.
ამავე თემაზე: