ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ორთაბათუმში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.