LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

152
Untitled design

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა.

პროკურატურის ცნობითვე, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g