LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში აფთიაქები კუნძულების მოსახლეობასთან გაცურავენ

129
brod-mobilna-ljekarna-4

ხორვატიის ზადარის არქიპელაგის 18 მცირე კუნძულის მცხოვრებლებს მედიკამენტების შესაძენად კონტინენტზე გადასასვლელად აღარ მოუწევთ – ამიერიდან აფთიაქები მათთან თავად მივლენ. სიახლის შესახებ Croatia week-ი წერს.

ამ არქიპელაგის თითოეულ მცირე კუნძულზე საშუალოდ მხოლოდ 200–300 ადამიანი ცხოვრობს და იქ აფთიაქები არ ფუნქციონირებს. მცურავი აფთიაქები, რომლებმაც კუნძულების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, კვირაში ერთხელ მიდიან კუნძულებზე წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. მომავალში ეს განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.

ნავებზე შესაძლებელია არა მხოლოდ მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების შეძენა, არამედ ფარმაცევტთან კონსულტაციის მიღებაც. მცხოვრებლებს შეუძლიათ საჭირო წამლები წინასწარ შეუკვეთონ – არაუგვიანეს მცურავი აფთიაქის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე.

ასორტიმენტში შედის როგორც ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები და ვიტამინები, ისე სპეციალური საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შორეულ არქიპელაგებში, როგორიცაა ზადარის არქიპელაგი, ინფრასტრუქტურა ხშირად სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე. მსგავსი მცურავი აფთიაქები უკვე მოქმედებს საბერძნეთსა და ნორვეგიაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები