„ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ – არაერთხელ ხდება ჩხვლეტა, ეს ძალიან სტრესულია “, – ამის შესახებ ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მშობლებსა და მასწავლებლებს აფრთხილებს:
„ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით. არაერთხელ ხდება ჩხვლეტა (სპეციალურად, ვითომ ექიმები არიან, ან შემთხვევით). ეს ძალიან სტრესულია ოჯახისთვის და ბავშვისთვისაც. დგება სხვადასხვა კვლევის ჩატარების საჭიროება.
მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირად უნდა გააფრთხილონ ბავშვები, რომ შპრიცებთან და ნემსებთან შეხება დაუშვებელია.
ასევე, უნდა ვუთხრათ, რომ თუ შემთხვევით ჩხვლეტის ფაქტი მოხდება, არ დამალონ და აუცილებლად დროულად ჩააყენონ უფროსები საქმის კურსში.“ – წერს მაია ბუწაშვილი.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ. არაერთხელ…
Posted by Maia Butsashvili on Wednesday 14 August 2024