LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ არის დღე, რომელსაც არც ერთი დედა არ უნდა მოესწროს… ყველაზე მეტად ახლა მჭირდებით!…“ – მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

1077
გიგა ავალიანი

მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ხვალ, 26 მარტს, 10:00-დან 16:00 საათამდე, სასამართლო პროცესზე მისი დაკითხვა იგეგმება.

ეკა კუპატაძე იმ მძიმე დღეზე საუბრობს, რომელსაც 19 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ელოდება და საზოგადოებას გვერდით დგომისკენ მოუწოდებს:

„გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა“ – გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

„სასამართლოზე მივიდა ჩემი შვილი ნიკა, ჩემი ძმა ირაკლი და მათი რიგი რომ მოვიდა, მკვლელების ადვოკატებმა უდავოდ ცნეს ორივეს ჩვენება.“

„ხვალ არის დღე, რომელსაც არც ერთი დედა არ უნდა მოესწროს… ბევრჯერ შემეხიდეთ, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მჭირდებით! შევძლებ დედი!!! არ დავეცემი დედი!!!“ – წერს ეკა კუპატაძე.

პროკურორი – ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე კეფით დაეცა და დაზიანება ამ დროს მიიღო – მას შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g