კომპანია Kia 10 დეკემბერს Seltos-ის ახალი თაობის კროსოვერს წარადგენს. მოდელის დებიუტამდე კორეელებმა ს ტიზერული ფოტოები გამოაქვეყნეს.
ფოტოების მიხედვით, კროსოვერი მიიღებს უფრო კუთხოვან, გამოკვეთილ ფორმებს. ვიზუალურად ავტომობილი წინა თაობასთან შედარებით გაიზრდება. Kia Seltos-ს ექნება ორი ვერსია – X-Line და GT-Line. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ვიზუალურ ელემენტებშია.
დიზაინი და გარე მახასიათებლები
ავტომობილს ექნება:
თხელი, ვერტიკალური LED ფარები;
ფართო რადიატორის ბადე ჩაშენებული დღის შუქებით;
„ჩაძირული“ კარის სახელურები;
არასტანდარტული ფორმის უკანა ფარები;
საერთო დიზაინი ნაწილობრივ მოგვაგონებს ელექტრომობილ Kia EV5-ს.
ტექნიკური ნაწილი
მოდელის ყველა ტექნიკური მახასიათებელი ჯერჯერობით საიდუმლოა. Carscoops-ის მონაცემებით, კროსოვერი აღიჭურვება განახლებული 1.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავით. ასევე იქნება ჰიბრიდული ვერსია, რომლის ძალოვანი დანადგარი შესაძლოა Hyundai Kona-სა და Kia Niro-სგან იყოს აღებული.
ამჟამინდელი თაობის განახლებული Kia Seltos მოდელი საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება სხვადასხვა კონფიგურაციით, მისი ფასი კი თავის კატეგორიაში საშუალო-პრემიალურ სეგმენტს მიეკუთვნება.