LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიბოს დამარცხების შემდეგ პირველად ვბრუნდები დიდ სცენაზე!..“ – თათია კობალაძე ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს

1367
0b695d2a-b795-42ed-b79e-029634232bd8

მომღერალი თათია კობალაძე პაუზის შემდეგ სცენას ბენდთან ერთად უბრუნდება და 28 დეკემბერს პირველ კონცერტს გამართავს. „კიბოს დამარცხების შემდეგ პირველად ვბრუნდები დიდ სცენაზე“, ამბობს თათია fortuna.ge-სთან საუბრისას. მომღერალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, მოტივირებულია, რომ მსმენელს განსაკუთრებული საღამოები აჩუქოს და თავის პროფესიაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაებას.

თათია, 28 დეკემბერს მსმენელს სიახლით უბრუნდები… მოგვიყევი ამის შესახებ…

28 დეკემბერს, 23:00 საათზე, გაიმართება ჩემი ბენდის Live Life პრეზენტაცია New Ship karaoke club ში. საოცარი ბიჭები რომლებიც ჩემს საოცარ ბათუმში აღმოვაჩინე, არ არიან ქართველები, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ მათ მუსიკა საოცრად უყვართ! ეს საღამო მინდა, რომ იყოს დაუვიწყარი ყველა სტუმრისთვის! შევასრულებთ როგორც საავტორო სიმღერებს, ასევე ქავერებს!

როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა და როგორ გრძნობ თავს?

ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა კარგია და ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება… ისეთ რთულ დროს, რაც გამოვიარე, ყველაზე მთავარი ადამიანების, ოჯახის მხარდაჭერაა, რაც ნამდვილად არ მომკლებია, პირიქით, უამრავი გულშემატკივარი მამხნევებდა და მეუბნებოდნენ, რომ არაფრით შემშინებოდა, რომ მე აუცილებლად დავბრუნდებოდი სცენაზე და კიდევ უფრო ვიბრწყინებდი… ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია და დიახ, მე დავბრუნდი!

შენი სიმღერა, რომელიც სიმსივნის დამარცხების თემას მიუძღვენი, „იუთუბზე“ უკვე 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. დღეს როგორ უყურებ ამ ნამუშევარს და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

სიმღერა, რომელიც საოცრებაა და დიახ, გაამართლა ჩემი იმედები! ეს სიმღერა იქცა ყველა ონკოპაციენტის ჰიმნად! უამრავი მეგობარი ონკოპაციენტი მყავს, რომლებიც სულ მეუბნებიან ,რომ მათთვის დიდი ძალის მომცემია სიმღერაც და კლიპიც და ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი!

როგორია შენი სამომავლო გეგმები, ხომ არ აპირებ კონკურსში კვლავ მონაწილეობას თუ ეს ეტაპი დასრულდა შენს ცხოვრებაში?

თქვენ კარგად იცით, რომ მე ვარ კონკურსების მომღერალი… კი, იქნება კონკურსები, რა თქმა უნდა კიდევ, თუმცა ეს სულაც არ მიშლის ხელს, პარალელურად ვიმუშაო ბენდთან ერთად და გავაკეთოთ კონცერტები!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g