LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მცდელობა – ჯეი ლომ ბენ აფლეკის ვაჟი საყიდლებზე წაიყვანა – რა ხდება „ბენიფერს“ თავს

254
page

მიუხედავად იმისა, რომ ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს უკვე კარგა ხანია, ოფიციალურად დაშორდნენ, ჯეი ლო მის შვილებთან კვლავ ინარჩუნებს ურთიერთობას.

სულ ცოტა ხნის წინ, ჯეი ლო აფლეკის უმცროს შვილთან, 13 წლის სემუელთან ერთად, ბევერლი-ჰილსზე მდებარე Balenciaga-ს ბუტიკს ესტუმრა. ექს-დედინაცვალი აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ვაჟს დიდი სიხარულით ეხმარებოდა სამოსის არჩევაში.

მედიაში წერენ, რომ ჯეი ლო სასოწარკვეთილი ცდილობს, ბენ აფლეკთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნას და მის შვილების მიმართ კეთილგანწყობაც სწორედ ამით აიხსნება.

ცნობისთვის, ბენ აფლეკის მორიგი კინოპროექტი „ქალი-ობობას კოცნის“ ადაპტაციაა, რომელშიც მთავარ როლს მისი ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ ლოპესი ასრულებს, ასე რომ მათი გზები წითელ ხალიჩაზე შესაძლოა კვლავ გადაიკვეთოს.

ფოტო/ვიდეო: ჯეი ლო გასაოცარი კაბით შრიალებს და გვაჩვენებს, რომ 56 წლიდან ცხოვრება მხოლოდ იწყება

მას შემდეგ, რაც ბენ აფლეკი 50 წელს გადაცილებულ სექსუალურ მამაკაცთა რეიტინგში ვერ მოხდა, მან წვერი გაიპარსა – „ბენიფერის“ შეხვედრა ახლოვდება

„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები