LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა ,,ინსტაგრამზე” 100 000 გამომწერი დაკარგა – მიზეზი ტეილორ სვიფტია

214
taylor-swift-kim-kardashian-1

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომის გამოსვლამ, კიმ კარდაშიანი აზარალა. 43 წლის სელებრითმა, რომლის სახელი 34 წლის მომღერალის უახლესი რელიზის ერთ-ერთ სიმღერაში იშიფრება, ,,ინსტაგრამზე” 100 000 გამომწერი დაკარგა. ახლა მას 364-ის ნაცვლად, 363 მილიონი ,,ფოლოუერი” ჰყავს, თუმცა გამორიცხული არ არის კლებამ იმატოს.

ტეილორ სვიფტის ახალი დისკის ერთ-ერთი სიმღერის სათაურში კიმ კარდაშიანის სახელი იშიფრება – მომღერალს წყენა არ განელებია

კიმ კარდაშიანის ,,ექაუნთი” მიმდევართა რაოდენობით, Instagram-ის ყველაზე პოპულარული ანგარიშების ტოპ 10-ში შედის.

თემატურ სიაში, ტეილორ სვიფტის ანგარიში მე-14 ადგილზეა. მას 283 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ტეილორ სვიფტის ევროპული კონცერტების სერია მაისიდან დაიწყება

საუკეთესო ათეულში შედიან: ქლოი კარდაშიანი (10), ბიონსე (9), კიმ კარდაშიანი (8), არიანა გრანდე (7), დუეინ ჯონსონი (6), კაილი ჯენერი (5), სელენა გომესი (4), ლიონელ მესი (3), კრიშტიანუ რონალდუ (2) და ,,ინსტაგრამი” (1).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები