ბოლო პერიოდში, 39 წლის კიმ კარდაშიანისა და 43 წლის რეპერის, კანიე უესტის ქორწინებაზე ბევრს საუბრობენ. ტაბლოიდები აცხადებენ, რომ წყვილი განქორწინების პირასაა მისული, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ფოტომასალამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა. როგორც ჩანს, კიმი ყველანაირად ცდილობს, საკუთარი ქორწინება გადაარჩინოს.
ამჯერად, რეალითი შოუს ვარსკვლავმა მეუღლის კადრები გაავრცელა, რომელიც ღია ცის ქვეშაა გადაღებული, კანიე „კვირის მსახურებას“ ატარებს და ფორტეპიანოზე უკრავს.





შეგახსენებთ, 2 კვირის წინ, კიმი და კანიე აეროპორტში დააფიქსირეს, მოხერხებულმა პაპარაცებმა წყვილს არაერთი ფოტო გადაუღეს, მათგან ყველაზე საყურადღებო ერთ-ერთი მათგანი იყო, ფოტოზე მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ ტირის კიმი მეუღლესთან საუბრისას, ამის შემდეგ კი მარტო მიემართება მანქანისკენ.
ატირებული კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს
მოხერხებულმა პაპარაცებმა წყვილს არაერთი ფოტო გადაუღეს, მათგან ყველაზე საყურადღებო ერთ-ერთი მათგანი იყო