LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომპანიას შეუძლია სრულად გაიტანოს ექსპორტზე ელექტროენერგია, საფასური კი ყოველ წელს 3%-ით გააძვიროს…ნამახვანჰესის მშენებლობა უკანონოა” – უჩა ნანუაშვილი

136
BeFunky-collage (2)

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ აქციას ეხმიანება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უზიარებს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც ჰესის აშენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს.

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

უჩა ნანუაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

1. ნამახვანჰესის მშენებლობა უკანონოა;
2. სახელმწიფო კომპანიას ჩუქნის 322 ჰექტარ მიწას, ხოლო 99 წლით გადასცემს სარგებლობაში 283 ჰექტარს, ტყეს, მდინარეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;
3. მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები არ არის გათვლილი, კომპანიას არ ჩაუტარებია კანონით გათვალისწინებული სავალდებულო კვლევები;
4. მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა და რეალიზება სახელმწიფოს ვალდებულებაა, რაც ასევე ირღვევა;
5. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა მოსახლეობის მშვიდობიანი აქცია და შეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია;
6. 15 წლის შემდეგ, კომპანიას შეუძლია სრულად გაიტანოს ექსპორტზე ელექტროენერგია, საფასური კი ყოველ წელს 3%-ით გააძვიროს;
7. გიგანტური ჰესების მშენებლობის აკრძალვით მოვიდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება”, უბრალოდ ვიღაცის კერძო ინტერესებია მთავარი, როგორც აღმოჩნდა;
8. რიონის ხეობის მცხოვრებლების მოთხოვნები და პროტესტი სამართლიანია და სოლიდარობას იმსახურებს თითოეული მოქალაქისგან”.- წერს უჩა ნანუაშვილი.

თუ “ენკა” არ გავა ნამოხვანიდან, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს, მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში – ნამოხვანელი აქტივისტი

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ადგილზე აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მიმართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ გააუქმოს განკარგულება, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის გადაცემას თურქული კომპანიისთვის საკუთრებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g