კომპანია Lamborghini-მ საზღვაო სამოსი პრემიულ ბრენდთან orlebar Brown-თან თანამშრომლობით გამოუშვა. ბევრი ავტომწარმოებელი ხშირად უშვებს ნეიტრალურ პროდუქციას, რათა დამატებითი შემოსავალი მიიღოს, ასევე თავისი მანქანებიც დაარეკლამოს. ამჯერად ასეთი კომპანიების სიას იტალიური ბრენდი შეუერთდა, რომელმაც კოლაბორაციის ფარგლებში ტანსაცმელი და აქსესუარები გამოუშვა.
Lamborghini-სა და Orlebar Brown-ის ასორტიმენტში შევიდა საცურაო შორტები, მაისური და შარვალი, ასევე ზღვის პირსახოცი. ბოლო ნივთის ღირებულება, რომელსაც ავტომწარმოებლის ემბლემაც ამშვენებს, 190 დოლარია. ეს კი ბრენდის ხაზში ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტია. ფერადი შორტების ღირებულება 376 დოლარიდან იწყება. ამასთან, ერთ ფერში შესრულებულის ღირებულება მინიმუმ 518 დოლარი იქნება.
კოლექციაში ყველაზე ძვირადღირებული ნივთი გახდა პერანგი Lamborghin-ის ლოგოტიპით, რომელსაც 649 დოლარად აფასებენ.