LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Larrea Joyeros: ქართულ ბაზარზე აქსესუარების ესპანური ბრენდი შემოვიდა

960

საიუველირო კომპანია ”დელფოსი” მომხმარებელს ახალ ბრენდებს წარმოუდგენს. Roberto Bravo-სთან ერთად ქართულ ბაზარზე Larrea Joyeros-ს კოლექციაც გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, Larrea Joyeros გახლავთ ესპანური ბრენდი, რომელიც წლებია ოქროს ნაკეთობებს ამზადებს.

”ამ ბრენდის სამკაულები დამზადებულია ყვითელი და თეთრი ოქროს სინთეზური შერწყმით, ამასთან გაფორმებულია ცირკონებით”, – აცხადებენ ”დელფოსში”. მათივე ცნობით, Larrea Joyeros კოლექციაში შედის კულონები, საყურეები და ჯვრები. ოქროს სინჯი კი არის 585.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „დელფოსის” პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა და შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი. საიუველირო მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის სამკაულების ხაზი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g