ლაშა ღლონტი მალე საქველმოქმედო ფონდს ჩამოაყალიბებს, რომელიც ბავშვების დასახმარებლად იქნება მომართული. ამის შესახებ ცნობილი მომღერალი, პროფესიით ექიმი, ჟურნალ „თბილისელებთან“ (25 აგვისტოს ნომერი) საუბრობს.
„ყველა ფონდზე არსებობს ეჭვები, თუმცა გეტყვით, რომ ვაპირებ ჩემი ავტორიტეტითა და ბექგრაუნდით შევქმნა ფონდი, სადაც აბსოლუტურად გამჭვირვალედ იქნება, სად და როგორ წავა თანხები: არეალი იქნება იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც დაახლოებით 1500-მდეა. ზოგს სჭირდება ეტლი, ზოგს – სასუნთქი აპარატი, ზოგს – პროთეზი და მინდა, მათ დავეხმარო, როგორც შევძლებ. ეს ერთგვარად მედიცინაში ჩემი დაბრუნებაც იქნება და გადავწყვიტე, ასეთი რამ გავაკეთო. ფონდი მინდა, ჩემი მეგობრების დახმარებით დავაფუძნო, ერთმანეთის გვერდში დგომით, ძალისხმევით, შეძლებისდაგვარად მინდა, მოვიცვა ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება საზოგადოების დახმარება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიდის და ფონდი სახელწოდებით – „ლაშა ღლონტის ფონდი“ იშვიათი დაავადებებით დაავადებულ ბავშვებს გვერდით დაუდგება და დაეხმარება. ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამოვა…“