LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილიკო ნემსაძე: „ჩემი შვილისთვის სიმღერა არასდროს დამიწერია, არც კონცერტებზე გამომიყვანია, ამის გამო სულ ვიღებდი შენიშვნებს…“

553
ლილიკო ნემსაძე

ლილიკო ნემსაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ქალიშვილის, ანა ბახტაძის შესახებ ესაუბრება, რომელთანაც ერთად პროექტ „მიმღერეში“ მაყურებლის წინაშე წარდგა.

ცნობილი კომპოზიტორის შვილი რომ კარგად მღერის, ეს ფართო აუდიტორიამ ახლა გაიგო, თავად ლილიკოს შვილისთვის არაფერი უსწავლებია და არც სიმღერა დაუწერია, რასაც ახლა ძალიან ნანობს:

„უპირველესად დიდი მადლობა ჩემს შვილს – ანის. მან მე გამაოცა. მე არ ვყოფილვარ მისთვის მასწავლებელი, ჩემი შვილისთვის სიმღერა არასდროს დამიწერია, არც კონცერტებზე გამომიყვანია. ჩვენ არ გვქონია შემოქმედებითი ურთიერთობა, ამის გამო სულ ვიღებდი შენიშვნებს, ყველა მეუბნებოდა, შენს შვილს რატომ არ უწერ სიმღერასო?! ახლა ცოტა შემრცხვა და გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე, რატომ არ ვაქცევდი ყურადღებას-მეთქი?!.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g