LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისას ისტორიული სოლო პერფორმანსი ,,კოაჩელაზე” – არტისტი პუბლიკის წინაშე საკუთარი ხუთი ალტერ ეგოთი წარდგა

154
photo-collage.png (9)

Blackpink-ის წევრი, ლისა ,,კოაჩელაზე” სოლო არტისტის სახით წარდგა. მისი პერფორმანსი ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად იქცა.

მომღერალმა აუდიტორიას სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Alter Ego სიმღერები წარუდგინა, რომელთა შესრულებისას საკუთარი ხუთი ალტერ ეგოს: როქსი, ქიქი, ვიქსი, სუნი და სპიდი იმიჯი მოირგო. შოუ შთამბეჭდავი ქორეოგრაფიითა და სპეცეფექტებით გამოირჩა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შემსრულებლის ქარიზმა, რომლითაც მან მაყურებელი მონუსხა.

,,კოაჩელას” ისტორიაში, ლისას სადებიუტო სოლო გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. მას 40, 000-დან 60, 000-მდე ადამიანი დაესწრო.

ამასთან, ლისას პირველი დამოუკიდებელი პერფორმანსი ფესტივალის ისტორიაში სოციალური ქსელების ყველაზე განხილვად სანახაობად იქცა, რაც მის უპრეცედენტო წარმატებასა და პოპულარობაზე მიანიშნებს.

პუბლიკიდან ლისას წარმოდგენას თვალს არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის მისი თანაგუნდელი, როუზი, პატრიკ შვარცნეგერი და სხვა ადევნებდა.

ცნობისთვის, ლისა, როგორც Blackpink-ის წევრი ,,კოაჩელაზე” 2019, შემდეგ კი 2023 წელს გამოვიდა.

ლისას სადებიუტო ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ლისას ტრიბიუტი ისტორიული ქალების მიმართ – არტისტმა დოჟა ქეთთან და რეისთან თანამშრომლობით შექმნილი სიმღერა და კლიპი გამოუშვა

სერიალში – The White Lotus ლისას სამსახიობო დებიუტი შედგა

ცნობილი გახდა, ვისთან კოლაბორაციების სურვილი აქვთ ლისასა და რეის

ლისა ფესტივალის მეორე ,,უიკენდზეც” შეუდარებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები