LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა: „აქ როგორც თევზი წყალში, ისე ვარ“

3582
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

ცნობილი მომღერალი ლოლა წერეთელი ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე მომღერალმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ამერიკაში ვცხოვრობ. რუსეთში ახლა მაშინ ჩავდივარ, თუ რამე ღონისძიებაზე დამიძახებენ. მაგალითად, ახლა მოსკოვში ვარ, აქედან ერევანში მივდივარ, სადაც კონცერტი მაქვს და იქიდან ამერიკაში დავბრუნდები. სულ ასე დავდივარ, მაგრამ ძირითადად უკვე ამერიკაში ვარ. ახლა საბუთებსაც ვაკეთებ და მალე მწვანე ბარათს ავიღებ. ჩემთვის მანძილი არ არსებობს, როგორც პრობლემა. შემიძლია 18 საათი უპრობლემოდ ვიფრინო. სად აღარ მივდივარ.

ამერიკაში საცხოვრებლად გადმოსვლა ბოლო დროს გადავწყვიტე, თუმცა კონცერტებისთვის მანამდეც ჩამოვდიოდი. მე რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებაც მაქვს, ახლა ამერიკაში მინდა მოქალაქეობის აღება, საქართველოში მაქვს და რომ დავბერდები, მერე ვიფიქრებ, სად დავრჩე. იქ ვიქნები, სადაც უკეთ ვიგრძნობ თავს, ანუ სადაც დაფასებული და დაცული ვიქნები.

თითქმის ყველა ჩემს ნათესავს აქვს ამერიკის მწვანე ბარათი. ზოგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ზოგი ლოს-ანჯელესში, რაც იმას ნიშნავს, რომ მე აქ თავს უცხოდ და მარტოდ არ ვგრძნობ. ნათესავების გარდა, აქ ბევრი ჩემი მეგობარიცაა. ნიუ-იორკში რომ ჩავდივარ, იმდენი ჩვენიანია – ემიგრანტები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, რომ მარტო როგორ უნდა ვიგრძნო თავი?!

ყველაზე მეტად ამერიკული ცხოვრების სწრაფი ტემპი მომწონს. ზუსტად ეს არის ჩემთვის ზედგამოჭრილი. კი არ გამიჭირდა, აქ როგორც თევზი წყალში, ისე ვარ.

როგორც ყოველთვის, ნიუ-იორკშიც ვიმუშავებ ახალ სიმღერებზე. თუმცა, ისრაელშიც გავფრინდები. იქაც მეძახიან სიმღერისთვის და რატომაც არა?! ყველგან დავდივარ, სადაც მეძახიან“.

ლოლა წერეთელი: „აღარ მინდა სიყვარული, ჩემი თავის პატრონი ვარ!..“

ლოლა წერეთელი: „რომ ამბობენ, მკვდრების მეშინიაო, მე პირადად ცოცხალი ადამიანების უფრო მეშინია…“

ლოლა წერეთელი: „გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ?“

ლოლა წერეთელი: „ხშირად განსჯის საგანი გამხდარა ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა. რობერტი და მე კი თანატოლები ვართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები