LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქსემბურგი ევროპულ ქალაქთა შორის ყველაზე ხელმისაწვდომია

45
BlobServlet

ლუქსემბურგი ყველაზე კომფორტული ევროპული ქალაქია, განსაკუთრებით კი შშმ პირებისთვის. ქალაქმა ევროკავშირის ყოველწლიური პრემიის Access City Award-ის მთავარი ჯილდო მიიღო.

ლუქსემბურგში ავტობუსის გაჩერებებიდან მოშორებით მცხოვრები მოქალაქეები ისეთი სერვისით სარგებლობენ, როგორიცაა „ავტობუსი მოთხოვნით“. მათ, ვისაც გადაადგილება უჭირს, სპეციალურ პორტალზე მიუთითებენ თუ როდის სჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ესა თუ ის მარშრუტი. ავტობუსი პირდაპირ მათ კართან მივა, მიუხედავად იმისა თუ რამდენად მოშორებითაა ოფიციალური მარშრუტი.

გარდა ამისა, მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხმოვანი მანიშნებლითაა აღჭურვილი. ასე რომ გადაადგილება უსინათლოებისთვისაც ძალიან კომფორტულია.

ხელმისაწვდომ ქალაქთა მეორე ადგილს ჰელსინკი იკავებს. დასახლების ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების მოთხოვნილებებზეა მორგებული. მესამე ადგილს ბარსელონა, ადგილობრივ სკოლებში სწავლის მოხერხებული გრაფიკის გამო იკავებს.
მაგალითად, მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევენ, რომ სასწავლო წელი რამდენიმე წლით გაახანგრძლივონ.

სპეციალური პრიზი დაიმსახურა პორტომ, სადაც საქალაქო სადგურებზე შშმ პირებისთვის 24-საათიანი დახმარების სამსახური მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები