„მაჩალიკაშვილმა დაგმო გახარიაზე ძალადობა. ადამიანები იქცევიან ასე“ – ამის შახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“ – ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაა ასახული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ტელესახე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიაზე ძალადობა, მიხეილ სააკაშვილმაც დაგმო. მისი თქმით სწორედ ასე იქცევიან პოლიტიკოსები.
„სოლიდარობა ზვიად ქორიძეს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე
ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტსა და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
„მაჩალიკაშვილმა დაგმო გახარიაზე ძალადობა. ადამიანები იქცევიან ასე.
მიხეილ სააკაშვილმა დაგმო გახარიაზე ძალადობა. პოლიტიკოსები იქცევიან ასე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
მაჩალიკაშვილმა დაგმო გახარიაზე ძალადობა. ადამიანები იქცევიან ასე. მიხეილ სააკაშვილმა დაგმო გახარიაზე ძალადობა. პოლიტიკოსები იქცევიან ასე.
Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2025
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო „შერატონში“ მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.
„ყოველ დღე, ყოველი მსგავსი მოვლენის შემდეგ დუმილის ფასი მონის უღლის დამძიმებაა. უკვე აღარც მებრალებით იმდენად სამარცხვინოები ხართ“ – თინა ხიდაშელი ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება
ხიდაშელის თქმით, „ზვიად ქორიძეზე და გახარიაზე თვითმარქვია დეპუტატების თავდასხმა საჯარო სივრცეში კიდევ უფრო სხვა დონეა“.
ყოფილ პრემიერზე თავდასხმას მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთი რამ ცხადია – გიორგი გახარია „სისხლიან რეჟიმს“ გაემიჯნა, რაც მაჩალიკაშვილის თქმით მისთვის რაღაცას ნიშნავს:
„იცით მტერიც რომ მტერია მაგრამ ღირსეულად იჭერს თავს შენს წინაშე ის იმსახურებს ღირსეულ პასუხს. მე ჯერაც არ ვიცი 2017 წ 25 დეკემბრის სისხლიან ღამესთან რამდენად მიუძღვის მაშინდელ ახლად დანიშნულ შსს მინისტრს გახარიას.
ერთი რამ ცხადია მე მას პირადად შევხდი.
მან უარყო მისი იმ სისხლიან ღამის იმ კოშმარი მონაწილეობის შესახებ.
და შემდგომშიც მისი ყველა განცხადება მახსოვს და შენახული მაქვს.
ერთი რამ ცხადია ის გახარია იმ სისხლიან რეჟიმს, კრემლის მონებს და ბიძინა ივანიშვილის შნირ მონებს გაემიჯნა.
ეს კი ჩემთვის რაღაცას ნიშნავს.
მე იმედი მაქვს გახარია იტყვის თავის სათქმელს ჩემს საქმესთან დაკავშირებით.
არის 20 ივნისის ამბავი არის კერძაიას ამბავი.
გახარიას კი ამისი პასუხები აქვს.
მე ასე თუ ისე ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ, არავის არაფერი არ შეგრჩებათ.
გახარია მთელი ქოც კრემლის მონებს, ერთი გადაწონის“ – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.
იცით, მტერიც რომ მტერია მაგრამ ღირსეულად იჯერს თავს შენს წინაშე, ის იმსახურებს ღირსეულ პასუხს. მე ჯერაც არ ვიცი,…
Posted by მაჩალიკაშვილი მალხაზ on ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2025
გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, „ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე“:
„ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა! ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას!“ – ლადო ბოჟაძე გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე
უმრავლესობის წევრი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში”, გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
„ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე“ – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე.
Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2025
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“