LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაბარგდა ოპოზიციის ბანაკში. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ბანაკშიაო“

135
BeFunky-collage

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობიდან პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები უკან გაეწვია.

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

მისივე თქმით, ასე რომ ვერ მოხდა, შემდეგ შტურმი სწორედ ამ კანდიდატებზე მიიტანეს.

გურამ მაჭარაშვილი: „მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით.. ისე აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს“

„პრეზიდენტს არაფერს ეკითხებიან. ეს კანდიდატები თუ არ უნდოდათ, პრეზიდენტმა რატომ წარმოადგინა? რატომ არ ეკითხებიან? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაბარგდა ოპოზიციის ბანაკში. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ბანაკშიაო.

პრეზიდენტი: ნათია თურნავა პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია, ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, ბოდიშს ვიხდი

სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები